Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთში მოკლეს ორი უცხოელი ჯარისკაცი


ავღანეთში ნატოს სარდლობით მოქმედი საერთაშორისო ძალების ცნობით, ორი უცხოელი ჯარისკაცი მოკლა მამაკაცმა, რომელსაც ავღანელი პოლიციელის ფორმა ეცვა. ინციდენტი დღეს მოხდა სამხრეთში მდებარე ჰელმანდის პროვინციაში. უსაფრთხოების მხარდამჭერ საერთაშორისო ძალებს (ISAF-ს), არ დაუკონკრეტებია, რომელი ქვეყნის წარმომადგენლები დაიღუპნენ. თუმცა, საინფორმაციო სააგენტო როიტერსი ავღანელი პოლიციელისაგან მიღებულ ცნობაზე დაყრდნობით იუწყება, რომ მოკლული ჯარისკაცები ბრიტანელები იყვნენ. წელს 50-ზე მეტი უცხოელი ჯარისკაცი შეიწირა მათზე ავღანელი მოკავშირეების თავდასხმებმა.
XS
SM
MD
LG