Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ში 30-50 მილიარდ დოლარად აფასებენ გრიგალით მიყენებულ ზარალს


შეერთებულ შტატებში გრიგალ „სენდით“ გამოწვეულმა ზარალმა შესაძლოა, 50 მილიარდ დოლარს მიაღწიოს. ასეთ ვარაუდს გამოთქვამს შეერთებულ შტატებში დაფუძნებული კამპანია EQECAT-ი, რომელიც სპეციალიზებულია კატასტროფებით მიყენებული ზარალის შეფასებასა და საკონსულტაციო მომსახურებაზე. კომპანიამ ხუთშაბათს გააკეთა განცხადება, რომ ეკონომიკური ზარალი, სავარაუდოდ, 30-50 მილიარდამდე დოლარს შეადგენს. გრიგალი ორშაბათს დაატყდა ქვეყნის აღმოსავლეთ ნაპირზე მდებარე შტატებს და 70-მდე ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ახლა მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები. შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბარაკ ობამა და მისი რესპუბლიკელი მეტოქე, სავარაუდოდ, გაააქტიურებენ წინასაარჩევნო კამპანიას, რომელიც შეაჩერეს გრიგალის გამო. საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგებით, ორ კანდიდატს გამარჯვების დაახლოებით თანაბარი შანსი აქვს. 6 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგი, სავარაუდოდ, დამოკიდებული იქნება ე.წ. „მოყოყმანე შტატებზე“, მათ შორის ოჰაიოზე, სადაც ჯერ-ჯერობით არ არის ნათელი, რომელი კანდიდატი მიიღებს მხარდაჭერას.
XS
SM
MD
LG