Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სირიელი ჯარისკაცების დახოცვა ომის დანაშაულის ნიშნებს ატარებს


გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი წარმომადგენელი აცხადებს, რომ ერთ-ერთ ვიდეოფირზე, რომელზეც სავარაუდო სირიელი პარტიზანები ჯარისკაცებს სჯიან, შესაძლოა „ომის დანაშაულის“ მტკიცებულებას წარმოადგენდეს. მოყვარულის მიერ გადაღებულ კადრებზე, რომელიც პარასკევს YouTube-თ გავრცელდა, სირიელი მეამბოხეებმა ჯერ ცემეს და მერე დახვრიტეს დაახლოებით 10 ჯარისკაცი. საჭიროა ვიდეო-ფირის შესწავლა, თუმცა სახეზეა ომის დანაშაული, რაც სასამართლო გამოძიების საგანი უნდა გახდეს, - აღნიშნა გაეროს სპეციალურმა წარმომადგენელმა რუპერტ კოლვიმა. ბრიტანეთში მოქმედი სირიის ადამიანის უფლებათა ობსერვატორიის ინფორმაციით, პრეზიდენტ ბაშარ ალ ასადის წინააღმდეგ მებრძოლმა მეამბოხეებმა ხუთშაბათს სირიის არმიის სამ საგუშაგოზე მიიტანეს იერიში და 28 ჯარისკაცი მოკლეს. ამნესტი ინტერნეიშენალმა და სირიელმა ადამიანის უფლებათადამცველებმა დაგმეს ჯარისკაცების გამიზნული დახოცვა. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა კი გამოთქვა შეშფოთება, რომ რადიკალი ისლამისტები ცდილობენ „ხელი აღმართონ“ სირიის აჯანყებაზე.
XS
SM
MD
LG