Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანში აფეთქების შედეგად დაიღუპა, სულ ცოტა, 18 ადამიანი


პაკისტანში, სულ ცოტა, 18 ადამიანი შეიწირა აფეთქებამ, რომელიც პარასკევს მოხდა სამხრეთში მდებარე ბელუჯისტანის პროვინციაში. აფეთქება გამოიწვია შეიარაღებული პირების თავდასხმამ, რომლის დროსაც ცეცხლი გაუხსნეს ბენზინით გასამართ სადგურთან გაჩერებულ მიკროავტობუსს. ინციდენტი მოხდა ბელუჯისტანის დედაქალაქ კუეტიდან 250-მდე კილომეტრით დაშორებულ ქალაქ ხუზდარში. ადგილობრივი პოლიციის უფროსის ცნობით, დაიღუპა მიკროავტობუსში მყოფი ყველა ადამიანი, მათ შორის ორი ბავშვი.
XS
SM
MD
LG