Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთში კანონმდებელი გადადგა ჰოლოკოსტს გადარჩენილი მოქალაქეების შესახებ კომენტარის გამო


რუსეთის სმოლენსკის საქალაქო საბჭოს დეპუტატი, ანდრეი ერშოვი გადადგა თანამდებიდან პარასკევს გაკეთებული თავისი კომენტარის გამო, რომელიც ეხებოდა ჰოლოკოსტს გადარჩენილი მოქალაქეებისთვის შეღავათებს. ოქტომბრის შუა რიცხვებში, როცა სათათბირო განიხილავდა იმ პირებისთვის საქალაქო ტრანსპორტის სარგებლობისას შეღავათების დაწესებას, რომლებიც იყვნენ რა ბავშვები, ნაცისტურ საკონცენტრაციო ბანაკებში მოხვდნენ, ერშოვმა განაცხადა: „რატომ? მხოლოდ იმ მარტივი მიზეზით, რომ არ დაიხოცნენ“. მისი კომენტარი გადაიცა რადიოთი, გავრცელდა ინტერნეტით და საზოგადოებაში აღშფოთება მოჰყვა. ამის შედეგად ერშოვი გადადგა. ერშოვი რუსეთის პრეზიდენტის, პუტინის პარტიის, „ედინაია როსიას" წევრია.
XS
SM
MD
LG