Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მაღალჩინოსნების საქმეზე მოწმეთა ჩვენებები რამდენიმე საათში გასაჯაროვდება


დღეს გამართულ ბრიფინგზე საქართველოს მთავარმა პროკურორმა განაცხადა, რომ დიდი საზოგადოებრივი ინტერესის გამო მოწმეთა ჩვენებები, რომლებითაც ისინი დანაშაულის ჩადენაში ამხელენ ბაჩანა ახალაიას, გიორგი კალანდაძესა და ზურაბ შამათავას, უახლოეს მომავალში, კერძოდ - რამდენიმე საათში გასაჯაროვდება. ”ჩვენებები განთავსდება იუსტიციის სამინისტროს ვებ-გვერდზე და ყველას შეეძლება ნახოს რა ქმედებებში არიან ეს პირები ინკრიმინირებულნი”, - აღნიშნა კბილაშვილმა.
XS
SM
MD
LG