Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საბერძნეთში ისევ გაიმართა მრავალათასიანი საპროტესტო აქცია


საბერძნეთში პოლიციის სპეცდანიშნულების რაზმმა ცრემლმდენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა დემონსტრანტების წინააღმდეგ, რომლებიც ქვებს და თვითნაკეთ ყუმბარებს ისროდნენ. ოთხშაბათს ათენში 70 ათასამდე ადამიანი შეიკრიბა პარლამენტში კენჭისყრამდე, რომელზეც უნდა გადაწყდეს, ათენი მხარს დაუჭერს თუ არა მომჭირნეობის ზომების ახალ პაკეტს. ოთხშაბათი იყო პროფკავშირების მიერ ორგანიზებული ფართომასშტაბიანი გაფიცვის მეორე დღე. საბერძნეთის პარლამენტი კენჭს უყრის მომჭირნეობის ზომებს, რომლებიც ითვალისწინებს პენსიებისა და ხელფასებისათვის განკუთვნილი ხარჯების შემცირებას და გადასახადების გაზრდას. ასეთ ზომებს მოითხოვენ უცხოელი კრედიტორები, საბერძნეთისათვის დახმარების მორიგი ტრანშის მისაცემად, რის გარეშეც ამ ქვეყანას დეფოლტი მოელის.
XS
SM
MD
LG