Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სირიის პრეზიდენტი არ მოელის დასავლეთის სამხედრო ინტერვენციას


სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის ვარაუდით, დასავლეთი არ მოახდენს სამხედრო ინტერვენციას სირიაში. რუსეთის ტელეკომპანია „რაშა თუდეის“ არაბულენოვან ვებსაიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, ასადი ამბობს, რომ მთელი მსოფლიოც ვერ შეძლებდა ასეთი ინტერვენციის დაფინანსებას. ასადი ამბობს ასევე, რომ „იცოცხლებს და მოკვდება სირიაში“. ამასობაში, სირიის ეროვნული საბჭო, რომელიც მრავალი ოპოზიციური ორგანიზაციის გამაერთიანებელი ჯგუფია, კატარში შეხვედრაზე შეუდგა რეორგანიზაციაზე მუშაობას. მან აირჩია ახალი გენერალური სამდივნო, რომელშიც 40 ადგილის დაახლოებით მესამედი ეკუთვნის ისლამისტებს. სამდივნო, რომლის შექმნასაც მხარს უჭერს შეერთებული შტატები, დღეს მოილაპარაკებს ემიგრაციაში მოქმედი მთავრობის ჩამოყალიბებაზე, სირიელი ოპოზიციური ორგანიზაციების მონაწილეობით.
XS
SM
MD
LG