გაეროს ლტოლვილთა სააგენტოს მონაცემებით, ხუთშაბათის შემდეგ თურქეთის ტერიტორიაზე გადავიდა 9000-მდე სირიელი, რომელიც კონფლიქტს გაურბის. დღესვე, უფრო ადრე თურქეთის სახელმწიფო მედიამ გაავრცელა ცნობა, რომ სირიის არმიის 26 ოფიცერი, მათ შორის ორი გენერალი, თავშესაფარს სთხოვს თურქეთს. საინფორმაციო სააგენტო „ანადოლუ“ იუწყება, რომ 71 ადამიანი, მათ შორის სამხედრო მოსამსახურეები და მათი ოჯახის წევრები, თურქეთის სასაზღვრო პროვინცია ჰატაიში გადავიდნენ და თურქეთში დარჩენას ითხოვენ. ისინი მოათავსეს ბანაკში, სადაც იმყოფებიან სირიის არმიიდან გაქცეული დეზერტირები, მათ შორის ათობით გენერალი. გაეროს ბოლო მონაცემებით, სირიიდან მეზობელ ქვეყნებში გაქცეული ლტოლვილების რიცხვი უკვე 400 ათასს აღემატება.
ყველაზე პოპულარული
1