Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყი გადახედავს რუსეთთან მრავალმილიარდიან სამხედრო კონტრაქტს


ბაღდადმა გააუქმა რუსეთთან დადებული გარიგება შეიარაღების მიწოდებაზე, რომლის საერთო ღირებულება 4.2 მილიარდ დოლარს შედგენდა. ერაყის პარლამენტის თავდაცვისა და ეროვნული უშიშროების კომიტეტის წევრ ჰაკემ ალ ზამალის თქმით, ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ჩამოაყალიბა ახალი კომიტეტი, რომელიც რუსეთთან მოლაპარაკებებს აწარმოებს იმაზე უფრო მოდერნიზებული იარაღის შეძენაზე, ვიდრე გაუქმებული გარიგებით იყო განზრახული. პრემიერ-მინისტრის ნური ალ მალიკის ოფიციალური წარმომადგენლის, ალი მუსავის თქმით, მთავრობის ხელმძღვანელს ჰქონდა „ ვარაუდი კორუფციულ გარიგებაზე, რის გამოც მან გადაწყვიტა გადასინჯულიყო მთელი კონტაქტი და დაწყებულიყო გამოძიება“. რუსეთმა ოქტომბრის დასაწყისში განაცხადა, რომ დათანხმდა ერაყისათვის მიეყიდა 4.2 მილიარდი დოლარის ღირებულების შეიარაღება, რაც რუსეთს იარაღის მეორე მსხვილ ექსპორტიორად აქცევდა ერაყისათვის აშშ-ის შემდეგ. არშემდგარი გარიგება საბრძოლო თვითმფრინავების, ვერტმფრენებისა და საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდებას ითვალისწინებდა.
XS
SM
MD
LG