Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქეთში ავიაკატასტროფაში 17 ჯარისკაცი დაიღუპა


17 თურქი ჯარისკაცი დაიღუპა შაბათს შვეულმფრენის ჩამოვარდნის შედეგად თურქეთის ჩრდილო-აღმოსავლეთში. ავიაკატასტროფის შედეგი უამინდობა გახდა. სირთის პროვინციის გუბერნატორის აჰმეტ აიდინის განცხადებით, შვეულმფრენი ჰერეკოლის მთას შეენარცხა. დაღუპული ჯარისკაცები კი სამხედრო ჟანდარმერიის სპეციალური დანაყოფის წარმომადგენლები იყვნენ. გავრცელებული ინფორმაციით, ჯარისკაცები სავარაუდოდ მონაწილეობას ღებულობდნენ სამხედრო ოპერაციაში, რომელიც ქურთი მეამბოხეების წინააღმდეგ მიმდინარეობას, მათ მიერ ბოლოო თვეებში გახშირებული იერიშების საპასუხოდ.
XS
SM
MD
LG