Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სააკაშვილმა გენერალ კალანდაძეს თანამდებობაზე დაბრუნება უბრძანა


საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, გიორგი კალანდაძე შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის რანგში კვლავ განაგრძობს შეიარაღებულ ძალებში სამსახურს, - ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური საიტზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში. ქვეყნის პირველი პირი გიორგი კალანდაძეს დღეს პრეზიდენტის სასახლეში შეხვდა. ,,ჩვენ შევქმენით ისეთი შეიარაღებული ძალები, რომელზეც ეს პოლიტიკური კონიუნქტურა ვერანაირად ვერ იმოქმედებს, იმ გაგებით, რომ ისინი ემსახურებიან არა რომელიმე პარტიას, მთავრობას ან რომელიმე პრეზიდენტს, არამედ ისინი ემსახურებიან ქართველ ხალხს. მთავარია ჩვენი ქვეყანა იყოს დაცული. ჩემი რჩევა იქნება, რომ ეს ყველაფერი მოვიტოვოთ უკან, დაბრუნდით გენშტაბში და გააგრძელეთ სამშობლოსათვის ისეთივე ერთგული სამსახური, როგორითაც გასული წლების განმავლობაში საქმიანობდით’’ - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა კიდევ ერთხელ მოუწოდა, რომ საქართველოს შეიარაღებულ ძალებს პატივი უნდა სცეს ყველა ადამიანმა. ბრიგადის გენერალი გიორგი კალანდაძე სასამართლომ გირაოს საფასურად გაათავისუფლა საპატიმროდან, თუმცა, მის მიმართ დაწყებული გამოძიება გრძელდება.
XS
SM
MD
LG