Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რიჩარდ ნორლანდი გამოეხმაურა საქართველოში მიმდინარე პროცესებს


საქართველოში აშშ-ის ელჩი მიიჩნევს, რომ არჩევნების დასრულების მიუხედავად პოლიტიკური ტრანზიციის პროცესთან ერთად ჯერ კიდევ გრძელდება საარჩევნო კამპანია და მისთვის დამახასიათებელი რიტორიკა. ”ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია, რომ როდესაც ვინმეს აპატიმრებენ, პროცესი სათანადოდ და სამართლიანად წარიმართოს და ამას გულდასმით ვაკვირდებით”, - განუცხადა დღეს ჟურნალისტებს რიჩარდ ნორლანდმა. მისივე თქმით, ვინ დგას საქართველოს შეირაღებული ძალების სათავეში, თავისთავად აინტერესებს ნატოს და მნიშვნელოვანია, რომ მთავრობა და პრეზიდენტი შეთანხმდნენ და შეარჩიონ კვალიფიციური კანდიდატი, რომელიც დაკისრებულ მოვალეობებს თავს სათანადოდ გაართმევს. ”ამ საკითხებზე ჩვენ კონსულტაციებს ვმართავთ მთავრობასთან და გვჯერა, რომ შეთანხმების მიღწევა შესაძლებელია”, - აღნიშნა აშშ-ის ელჩმა. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ამ ყველაფრის გამო ვინმემ პოლიტიკური ქულები არ უნდა დაიწეროს. ”ახლა მნიშვნელოვანია იმის უზრუნველყოფა, რომ მთავრობამ შეძლოს საკუთარი საქმიანობის გაგრძელება, იქნება ეს ბიუჯეტის განხილვა, თუ ქვეყნის ზოგადი წინსვლის ხელშეწყობა გათვალისწინებით საქართველოს მოქალაქეების იმ მოთხოვნებისა, რომლებიც 1 ოქტომბრის არჩევნებზე გამოვლინდა", - განაცხადა რიჩარდ ნორლანდმა.
XS
SM
MD
LG