Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მიხეილ სააკაშვილი ევროკავშირის ხელმძღვანელებს ხვდება


ბრიუსელში იმყოფება და ევროკავშირის ხელმძღვანელებთან მართავს შეხვედრებს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. მისი ადმინისტრაციის ცნობით, დაგეგმილია პრეზიდენტის გამოსვლა კარნეგის ცენტრში, სადაც საქართველოში მიმდინარე დემოკრატიულ პროცესებსა და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ქვეყნის ინტეგრაციის მნიშვნელობაზე ისაუბრებს. ბრიუსელში ვიზიტს განაგრძობს საქართველოს სამთავრობო დელეგაცია. პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი დღეს შეხვდა ევროპარლამენტის პრეზიდენტს მარტინ შულცს. ხვალ ბრიუსელში დაგეგმილია საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და ნატოს გენერალური მდივნის შეხვედრა.
XS
SM
MD
LG