Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანი და ავღანეთი: თალიბანის „რამდენიმე“ წევრი პატიმრობიდან განთავისუფლდება


პაკისტანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმადაც პაკისტანის ციხეებში მყოფ თალიბანის რამდენიმე წევრს გაანთავისუფლებენ. პატიმართა რაოდენობა დაკონკრეტებული არ არის. პაკისტანის საგარეო საქმეთა სამინისტროს გარდა, განცხადებას ხელს აწერს ავღანეთის მშვიდობის უმაღლესი საბჭოც. ტექსტის თანახამად, განთავისუფლების საფუძველი ავღანეთის მხარის მიერ შერიგების პროცესის ხელშესაწყობად გამოთქმული თხოვნა გახდა. პაკისტანი და ავღანეთი იმედოვნებენ, რომ პატიმართა განთავისუფლებით თალიბანს დაიყოლიებენ მოლაპარაკებაში მონაწილეობაზე, რათა ავღანეთში წარმომადგენლობითი მთავრობის ფორმირება მოხერხდეს.
XS
SM
MD
LG