Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინი განაგრძობს თავდაცვის სამინისტროს რეორგანიზაციას


რუსეთის პრეზდიენტმა, ვლადიმირ პუტინმა თავდაცვის მინისტრის ორი მოადგილე პოსტებიდან გაანთავისუფლა. ერთი კვირის წინ კი მასშტაბურ კორუფციასთან დაკავშირებული სკანდალის გამო თანამდებობიდან დაითხოვეს მინისტრი ანატოლი სერდიუკოვი. დღეს განთავისუფლებული მოადგილეები არიან დმიტრი ჩუშკინი და ელენა კოზლოვა - რომლებიც სერდიუკოვის პირობებში ფინანსებს უწევდნენ მეთვალყურეობას. მათ შემცვლელებად დასახელდა თავდაცვის ახალი მინისტრის, სერგეი შოიგუს ორი მოკავშირე.
XS
SM
MD
LG