Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დააკავეს თბილისის ვიცე-მერი შოთა ხიზანიშვილი


საქართველოში დააკავეს თბილისის ვიცე-მერი, შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე შოთა ხიზანიშვილი, რომელიც დღეს მოწმის სახით დაკითხეს პროკურატურაში. საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსის“ ცნობით, ხიზანიშვილის ადვოკატმა განაცხადა, რომ მის კლიენტს ედავებიან სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლით, რაც გულისხმობს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას. პროკურატურაში დაკითხვის შემდეგ დააკავეს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ვაჟა ლილუაშვილიც. მისი ადვოკატის განმარტებით, ვაჟა ლილუაშვილის შემთხვევაში საქმე ეხება სისხლის სამართლის კოდექსის 159-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის სავარაუდო ჩადენას, რაც გულისხმობს პირადი მიმოწერის, ტელეფონით საუბრის ან სხვაგვარი ხერხით შეტყობინების საიდუმლოების დარღვევას.
XS
SM
MD
LG