Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ობამამ აზიაში ვიზიტი დაიწყო


აშშ-ის პრეზიდენტი, ბარაკ ობამა საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ პირველი ოფიციალური ვიზიტით გაემგზავრა საზღვარგარეთ. მისი ტურნე აზიის სამ სახელმწიფოში ითვალისწინებს ვიზიტებს. კვირას ობამა ტაილანდში ჩაფრინდა და მეფე ფხუმიპონ ადულიადეტთან გამართა შეხვედრა - პრემიერ-მინისტრ იინგლაკ ჩინავატთან მოლაპარაკების გამართვამდე. ორშაბათს ობამა გახდება აშშ-ის პირველი მოქმედი პრეზიდენტი, რომელიც წარსულში სამხედრო დიქტატურის მქონე ქვეყანას, ბირმას ესტუმრება. ბოლო პერიოდში ბირმამ დემოკრატიული რეფორმების გატარება დაიწყო. ტურნეს ობამა კამბოჯაში დაასრულებს, სადაც აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციის შეხვედრას და აღმოსავლეთ აზიის სამიტს დაესწრება. ვაშინგტონი ესწრაფვის სამხედრო და სავაჭრო კავშირების გამყარებას ქვეყნებთან, რომლებსაც აშშ-ის დახმარებით სურთ ჩინეთის მზარდი ძალაუფლების დაბალანსება.
XS
SM
MD
LG