Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისრაელის არმიამ ერთ ღამეში 80 ავია-იერიში განახორციელა


ისრაელის არმიამ ორშაბათს განაცხადა, რომ გასული ღამის განმავლობაში დაახლოებით 80 ავია-რეიდი განახორციელა ღაზის სექტორში. ისრაელის სამხედრო უწყების ინფორმაციით, ავია-იერიშებისას სამიზნეებს წარმოადგენდა შენობები, სადაც, სავარაუდოდ, ჰამასის ხელმძღვანელები იმყოფებოდნენ. ჰამასის მეამბოხეებმა რამდენიმე ჭურვი ისროლეს ისრაელის მიმართულებით. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
XS
SM
MD
LG