Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაეროს გენერალური მდივანი გამოდის ღაზის სექტორში დაზავებისაკენ მოწოდებით


გაეროს გენერალური მდივანი ბან კი-მუნი გამოდის ღაზის სექტორში ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტისაკენ მოწოდებით. რეგიონში უკვე მეშვიდე დღეა, გრძელდება ისრაელის სამხედრო ოპერაცია გასამხედროებულ მოძრაობა „ჰამასის“ წინააღმდეგ. დღეს ბან კი-მუნმა ეგვიპტეში ვიზიტისას განაცხადა, რომ ისრაელის შესაძლო სახმელეთო ოპერაცია იქნებოდა კონფლიქტის „სახიფათო ესკალაცია“. ასევე სამშაბათს ვაშინგტონში გაკეთდა განცხადება, რომ შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბარაკ ობამა რეგიონში აგზავნის სახელმწიფო მდივან ჰილარი კლინტონს. ის ოთხშაბათს იერუსალიმში შეხვდება ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეტანიაჰუს, რის შემდეგაც მოლაპარაკებებს გამართავს ეგვიპტისა და პალესტინელების ლიდერებთან. ისრაელის სამხედრო წარმომადგენლების ცნობით, ორშაბათსა და სამშაბათს საჰაერო დარტყმები განხორციელდა ღაზის სექტორში 100-ზე მეტი ობიექტის წინააღმდეგ. თავის მხრივ, „ჰამასმა“ წუხელ, სულ ცოტა, 20 რაკეტა ესროლა ისრაელს. ოთხშაბათიდან მოყოლებული დაპირისპირების შედეგად დაღუპულია 100-ზე მეტი პალესტინელი და სამი ისრაელელი.
XS
SM
MD
LG