Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კეთრინ ეშტონი ბიშკეკში ჩავიდა


ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კეთრინ ეშტონი ყირგიზეთის დედაქალაქში ჩავიდა. ეშტონი გაუძღვება ევროკავშირ-შუა აზიის მინისტერიალს. მასში მონაწილეობას მიიღებენ შუა აზიის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები და მინისტრების მოადგილეები. კეთრინ ეშტონი დღეს შეხვდება ყირგიზეთის პრეზიდენტ ალმაზბეკ ატამბაევსა და საგარეო საქმეთა მინისტრ ერლან აბდილდაევს. ყირგიზეთის გარდა ეშტონი ეწოდა უზბეკეთს, ტაჯიკეთსა და ყაზახეთს. ”ჰიუმან რაიტს უოჩმა” ეშტონს მოუწოდა შუა აზიაში ვიზიტი უსამართლოდ დაკავებული აქტივისტების გათავისუფლების მოთხოვნისთვის გამოიყენოს.
XS
SM
MD
LG