Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დღეს იასირ არაფატის გვამის ექსჰუმაცია მოხდა


პალესტინის სახელმწიფო რადიოს ცნობით, პალესტინის ყოფილი ლიდერის იასირ არაფატის მოწამლვის საქმის ძიების ფარგლებში, დღეს დილით მოხდა მისი გვამის ექსჰუმაცია. საფრანგეთში აგვისტოში აღიძრა საქმე არაფატის მკვლელობაზე. იასერ არაფატი 2004 წელს პარიზში გარდაიცვალა. შვეიცარიის ინსტიტუტმა განაცხადა, რომ არაფატის ტანსაცმელზე რადიოაქტიური ნივთიერების - პოლონიუმის მაღალი შემცველობა აღმოაჩინა. საერთაშორისო ექსპერტების ჯგუფს შვეიცარიიდან, საფრანგეთიდან და რუსეთიდან არაფატის გვამიდან უნდა აეღო სინჯები მოწამლვის კვალის გამოსავლენად. არაფატს დღეს ხელმეორედ დაკრძალავენ, სამხედრო პატივით. არაბულ სამყაროში ბევრი თვლის, რომ არაფატი - პალესტინის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის სიმბოლო - ისრაელმა მოკლა. ისრაელი კატეგორიულად უარყოფს ბრალდებას.
XS
SM
MD
LG