Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გრძელდება საქართველოს დიალოგი ევროკავშირთან


საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 27-29 ნოემბერს ბრიუსელში იმართება მოლაპარაკებათა მე-4 რაუნდი ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის თაობაზე, რაც ასოცირების შესახებ შეთანხმების მნიშვნელოვან სეგმენტს წარმოადგენს. სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების ტექსტზე მუშაობის მიზნით, 26 ნოემბერს ბრიუსელში მე-12 პლენარული სესია გაიმართა. საქართველოს დელეგაციას, მთავარი მომლაპარაკებლის რანგში, პირველად ხელმძღვანელობდა საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით ზალკალიანი. ამავე წყაროს ცნობით, ”შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს: შეთანხმების პრეამბულა, პოლიტიკური დიალოგი და რეფორმა, ერთიანი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის სფეროში თანამშრომლობა (CFSP); მართლმსაჯულება, თავისუფლება და უსაფრთხოება (JFS) და ინსტიტუციური, ზოგადი და დასკვნითი დებულებები. ასევე, განხილულ იქნა დარგობრივი თანამშრომლობის თავების შეთანხმების კუთხით არსებული მდგომარეობა და ღრმა და ყოვლისმომცველ თავისუფალ სავაჭრო სივრცეზე (DC FTA) მოლაპარაკებების მიმდინარეობა”. ასოცირების შესახებ შეთანხმება საქართველოს მისცემს ევროკავშირთან პოლიტიკური ასოცირებისა და ეტაპობრივი ეკონომიკური ინტეგრაციის შესაძლებლობას. ამავე ჭრილშია საუბარი სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციაზეც.
XS
SM
MD
LG