Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეგვიპტეში მუშაობენ ახალი კონსტიტუციის პროექტზე


ეგვიპტეში ახალი კონსტიტუციის პროექტზე მომუშავე ჯგუფის წარმომადგენელი, ჰოსამ ელ-ღერიანი აცხადებს, რომ ოთხშაბათს დასრულდება მუშაობა პროექტის საბოლოო ვარიანტზე. ეს პროცესი მიმდინარეობს ეგვიპტეში პრეზიდენტის დეკრეტით გამოწვეული საპროტესტო აქციების ფონზე. დეკრეტი ითვალისწინებს პრეზიდენტის უფლებამოსილების გაზრდასა და სასამართლო ხელისუფლების მხრიდან ჩარევისგან პრეზიდენტის ნებისმიერი გადაწყვეტილების დაცვას. პრეზიდენტი ირწმუნება, რომ დეკრეტი მოქმედებას შეწყვეტს რეფერენდუმზე ახალი კონსტიტუციის დამტკიცების შემდეგ. კაიროს ცენტრში, ტაჰრირის მოედანზე მერვე დღეა, იმართება მუჰამად მურსის მოწინააღმდეგეთა საპროტესტო აქცია მაშინ, როცა მურსის მომხრე ისლამისტები შაბათისთვის გეგმავენ დემონსტრაციებს მთელს ეგვიპტეში. ამასობაში, ეგვიპტის საკასაციო სასამართლომ და სააპელაციო სასამართლომ გამოაცხადეს, რომ მუშაობას წყვეტენ, სანამ მურსის არ გაუუქმებია თავისი დეკრეტი.
XS
SM
MD
LG