Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანმა გამოსცადა ბირთვული ქობინისათვის გამოსადეგი ბალისტიკური რაკეტა


პაკისტანის სამხედრო წარმომადგენლების განცხადებით, ქვეყანაში წარმატებით გამოსცადეს ბირთვული ქობინისათვის გამოსადეგი, საშუალო რადიუსში მოქმედი ბალისტიკური რაკეტა. ამ განცხადებით, „ჰატფ V ღაურის“ ტიპის რაკეტას, რომელიც 1300-კილომეტრიან რადიუსში მოქმედებს, მოერგება როგორც კონვენციური, ისე ბირთვული ქობინები. პაკისტანი 1998 წელს გამოცხადდა ბირთვული იარაღის მქონე ქვეყნად, როცა პირველად ჩაატარა მიწისქვეშა ბირთვული გამოცდები მეზობელ ინდოეთში ჩატარებული ბირთვული გამოცდების საპასუხოდ. მას შემდეგ ორივე ქვეყანა რეგულარულად ატარებს რაკეტების გამოცდას. ინდოეთმა და პაკისტანმა სამჯერ იომეს ერთმანეთთან 1947 წელს ბრიტანეთისაგან დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ.
XS
SM
MD
LG