Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამართალდამცავებმა გაჩხრიკეს დეპუტატ გოგა ხაჩიძის მშობლების სახლი


შაბათს დილით ჩხრეკა ჩატარდა "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლის, დეპუტატ გოგა ხაჩიძის მშობლების სახლში, სურამში. ხაჩიძის თქმით, ჩხრეკისას ამოღებულია ე.წ. ტირის თოფი და ჯავშანჟილეტი. ხაჩიძე გამოძიებას მოუწოდებს, თავი დაანებონ მისი ოჯახის წევრებს და შეკითხვებით მიმართონ პირდაპირ მას. იუწყებიან აგრეთვე, რომ დეპუტატ დავით საყვარელიძის ინფორმაციით, ხაჩიძის მშობლების სახლში ჩხრეკა ჩატარდა ორდერისა და სასამართლოს შესაბამისი ნებართვის გარეშე.
XS
SM
MD
LG