Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანში მიმართავენ ზომებს ციხეში ბლოგერის გარდაცვალების შემდეგ


ირანში თანამდებობიდან მოხსნეს პოლიციის კიბერ-დანაშაულთა განყოფილების უფროსი, პოლიციის მიერ დაკავებული ბლოგერის გარდაცვალების გამო. ირანის საინფორმაციო სააგენტო „ფარსის“ ცნობით, შაბათს მოხსნეს გენერალი ქამალ ჰადიანფარი, რის მიზეზადაც სახელდება მასზე დაქვემდებარებული თანამშრომლების ქმედების არასათანადოდ გაკონტროლება. ირანის ხელისუფლებამ ნოემბერში დაადასტურა, რომ პოლიციელების მიერ დაკავების შემდეგ გარდაიცვალა ირანელი ბლოგერი სატარ ბეჰეშთი. ცნობების თანახმად, ის პოლიციაში აწამეს. ბეჰეშთი 30 ოქტომბერს დააკავეს „კიბერ-დანაშაულში“ ბრალდების სფუძველზე და მომდევნო დღეს გადაიყვანეს თეირანში მდებარე ევინის ციხეში. 35 წლის ბეჰეშთი დასაკითხად გადასცეს პოლიციის კიბერ-დანაშაულთა განყოფილებას, რის შემდეგაც ის 3 ნოემბერს გარდაიცვალა. ირანის მედიის ცნობით, პოლიციამ შვიდი ადამიანი დააკავა, ბეჰეშთის სიკვდილთან კავშირში ეჭვმიტანის საფუძველზე.
XS
SM
MD
LG