Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეგვიპტის პრეზიდენტმა 15 დეკემბერი განსაზღვრა რეფერენდუმის თარიღად


ეგვიპტის პრეზიდენტი მოჰამად მურსი გამოდის მოწოდებით, 15 დეკემბერს გაიმართოს რეფერენდუმი ახალი კონსტიტუციის პროექტის შესახებ. პრეზიდენტი ასეთი განცხადებით გამოვიდა მას შემდეგ, რაც ახალი კონსტიტუციის პროექტი დაამტკიცა საკონსტიტუციო ასამბლეამ, რომელშიც ისლამისტები დომინირებენ. მაგრამ ახალი კონსტიტუციის პროექტს აკრიტიკებენ ლიბერალები და ქრისტიანები, რომლებიც შიშობენ, რომ საფრთხე შეექმნება ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დაცვას. შაბათს გაიმართა ისლამისტების მრავალათასიანი დემონსტრაციები პრეზიდენტის მხარდასაჭერად. ცნობების თანახმად, კაიროში დემონსტრანტების რიცხვი 100 ათასს აღწევდა. დედაქალაქში გაიმართა პრეზიდენტის ოპონენტების აქციაც.
XS
SM
MD
LG