რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა დღეს სტამბოლში მოლაპარაკება გამართა თურქეთის პრემიერ-მინისტრთან, რეჯეპ ტაიპ ერდოანთან. ლიდერებმა განიხილეს სირიაში მიმდინარე კონფლიქტი, ისევე როგორც ორ ქვეყანას შორის ბიზნესის სფეროში თანამშრომლობის გააქტიურების გზები. სირიის კრიზისის გამო თურქეთ-რუსეთის კავშირებში დაძაბულობა გაჩნდა. ოქტომბერში, თურქეთმა გააჩერა მოსკოვიდან დამასკში მიმავალი სირიის თვითმფრინავი, ეჭვის საფუძველზე, რომ მას სამხედრო ტვირთი მიჰქონდა. თურქეთი ღიად გამოდის მოთხოვნით გადადგეს პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის რეჟიმი - რომელიც უკვე დიდი ხანია რუსეთის მოკავშირეს წარმოადგენს. მოსკოვი სირიის ომში საერთშორისო ჩარევის ნებისმიერ პერსპერქტივას ეწინააღმდეგება. ბოლო ორი თვის განმავლობაში ეს პუტინის პირველი ვიზიტია საზღვარგარეთ. კრემლი უარყოფს ცნობებს, რომ 60 წლის პუტინს ზურგის ტკივილები და ჯანმრთელობის სხვა პრობლემები აქვს.
ყველაზე პოპულარული
1