Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბარაკ ობამამ სირიის ხელისუფლება გააფრთხილა


აშშ--ის პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ გააფრთხილა სირიის ხელისუფლება, რომ დამასკის მიერ მეამბოხეების წინააღმდეგ ქიმიურ იარაღის გამოყენებას „შედეგები მოჰყვება“. „თუ ამ შეცდომას დაუშვებთ და გამოიყენებთ ასეთ იარაღს, თქვენი ქმედებისთვის პასუხს აგებთ, მიმართა ობამამ სირიის პრეზიდენტს, ბაშარ ასადს. რა შედეგებს გულისხმობდა ობამა, მას არ დაუზუსტებია. ობამას გამოსვლა მოჰყვა აშშ-ის დიპლომატების განცხადებას, რომ მიიღეს დაზვერვის ცნობები, სირიის ქიმიური იარაღის გაადგილების შესახებ, მეამბოხეების წინააღმდეგ მათი შესაძლებელი გამოყენების მიზნით. დამასკი საპასუხოდ კატეგორიულად აცხადებს, რომ არასოდეს და არავითარ შემთხვევაში გამოიყენებს ამგვარ იარაღს საკუთარი ხალხის წინააღმდეგ.
XS
SM
MD
LG