ნატოს გენერალური მდივანი, ანდერს ფოგ რასმუსენი აცხადებს, რომ ალიანსის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს ბრიუსელში „ნაყოფიერი“ შეხვედრა ჰქონდათ თავიანთ ავღანელ კოლეგასთან. დღევანდელი შეხვედრის მთავარი თემა იყო უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობის ავღანეთის ძალებისთვის გადაბარება - რაც 2014 წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს - ისევე როგორც ნატოს ახალი მისია, რომელიც სამხედროების და პოლიციელების წვრთნას ითვალისწინებს. რასმუსენმა ჟურნალისტებს აცნობა, რომ ნატო ავღანეთის უშიშროების ძალების დაფინანსების საქმეში წვლილს 2014 წლის შემდეგაც შეიტანს.
ყველაზე პოპულარული
1