Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეგვიპტე: პრეზიდენტის მომხრეები და მოწინააღმდეგეები დემონსტრაციებს მართავენ


ეგვიპტის პრეზიდენტის, მუჰამედ მურსის ისლამისტი მხარდამჭერები - და მეორე მხრივ მისი ოპონენტები - კაიროში, პრეზიდენტის სასახლის წინ, დაპირისპირებული დემონსტრაციების გამართვის ინიციატივით გამოვიდნენ. მუსულმანთა საძმო გეგმავს პრეზიდენტს მასშტაბური მხარდაჭერა უჩვენოს. ოპოზიციონერები კი პროტექსტს აცხადებენ იმ კანონების გამო, რომლებმაც პრეზიდენტს თითქმის შეუზღუდავი უფლებამოსილება მიანიჭა, ისევე როგორც მისი მოკავშირეების მიერ შედგენილი კონსტიტუციის პროექტის ირგვლივ. სამშაბათს ათასობით დემონსტრანტი შეიკრიბა პრეზიდენტის სასახლესთან. ისინი მურსისგან ამ კანონების გაუქმებას და კონსტიტუციის დამტკიცების პროცესის შეჩერებას მოითხოვდნენ. კონსტიტუციაზე რეფერენდუმი, მურსის ბრძანებით, 15 დეკემბერს უნდა შედგეს. ბრიუსელში გამართულ პრეს-კონფერენციაზე აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ჰილარი კლინტონმა განაცხადა, რომ კონსტიტუციის გარშემო სასწრაფოდ უნდა გაიმართოს დიალოგი. მისი თქმით, კონსტიტუციამ ყველა მოქალაქის უფლებების დაცვა უნდა უზრუნველყოს.
XS
SM
MD
LG