Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეგვიპტის სამხედროები „დიალოგს ემხრობიან“ კრიზისის დასრულებისთვის


ეგვიპტის არმიამ განაცხადა, რომ „ემხრობა დიალოგს“, რათა სახელმწიფოს გამყოფი პოლიტიკური კრიზისი დასრულდეს. არმიამ, თავის განცადებაში გამოთქვა გაფრთხილება, დიალოგის უარყოფა "შეგვიყვანს ბნელ გვირაბში, რომელიც კატასტროფულ შედეგებს მოიტანსო". ეს არმიის პირველი განცხადებაა ბოლო ორ კვირაში, რაც პრეზიდენტ მურსის საწინააღმდეგო გამოსვლები დაიწყო კაიროში და სხვაგან. პრეზიდენტ მურსის სურს დიალოგით დააშოშმინოს ოპოზიცია და ხალხი. გამოსვლები დაიწყო მას მერე, რაც მურსიმ თავისი დეკრეტებით ძალაუფლება გაიძლიერა და უპირატესად ისლამისტებისგან შემდგარი კომისიის მიერ მიღებული კონსტიტუციის პროექტის გარშემო რეფერენდუმი დანიშნა 15 დეკემრისთვის.
XS
SM
MD
LG