Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კიოტოს ოქმი 2020 წლამდე იმოქმედებს


ორასამდე ქვეყნის წარმომადგენლებმა, რომლებიც კატარში, დოჰაში შეიკრიბნენ, გადაწყვიტეს, კიოტოს ოქმად წოდებული დოკუმენტის პირობები, 2020 წლამდე დატოვონ ძალაში. 1997 წლის მიღებული ოქმს ძალა ეკარგება წელს. დოჰაში იმართებოდა შეხვედრა, რომელსაც გაეროს კლიმატის კონფრენციად იწოდება. შეხვედრა, რომელიც პარასკევს უნდა დასრულებულიყო, შაბათსაც გაგრძელდა. მასზე მდიდარმა და ღარიბმა ქვეყნებმა მოეხერხეს მორიგება სხვადასხვა საკითხში, მათ შორის, საფინანსო თემებზე, კლიმატის ცვლილებით გამოწვეული ზარალის კომპენსაციაზე. დოჰას კლიმატის კონფრენციის თავმჯდომარემ, აბდულა ბინ-ჰამად ალ-ატიამ ოქმის ვადის გავრცობის შესახებ გამოაცხადა. მისი თქმით, გადაწყვეტილებათა ახალ პაკეტს ეწოდა „დოჰის კლიმატის კარიბჭე“. ის რჩება ერთადეთრ იურიდიული ძალის მქონე დოკუმენტად, რომელიც კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლის სფეროში არსებობს. თუმცა ის ფარავს მსოფლიოში ემისიის მხოლოდ მცირე 15 პროცენტს: აშშ არასოდეს შეერთებია კიოტოს ოქმს, რადგან მასში არ არის გაწევრიანებული ჩინეთი და სხვა სამრეწველო თვალსაზრისით დიდი ქვეყნები. გაეროს გენერალური მდივანი, ბან კი მუნი მიესალმა დოჰის გადაწყვეტილებას.
XS
SM
MD
LG