Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუმინეთში საპარლამენტო არჩევენები ჩატარდა


რუმინეთში დღეს ჩატარდა საპარლამენტო არჩევნები. ეგზიტპოლების მონაცემებით, მართლდება, წინასწარი გამოკითხვების შედეგები, რომ პარლამენტში ადგილების უმრავლესობას მოიპოვებს მემარცხენე-ცენტრისტული კოალიცია, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ვიქტორ პონტა უდგას სათავეში. მიმომხილველების თანახმად, არჩევნების შედეგებს შეიძლება მოჰყვეს პოლიტიკური კრიზისი ქვეყანაში. პრეზიდენტ ტრაიან ბასესკუს შეუძლია ისარგებლოს თავისი უფლებამოსილებით და მთარობის შექმნა დაავალოს თავის მომხრეს, მემარჯვენე-ცენტრისტულ ლიბერალ-დემოკრატიულ პარტიაში. პონტას და ბასესკუს შორის ურთიერთობა გამწვავდა, როცა პრემიერმა წარუმატებლად სცადა პრეზიდენტისთვის იმპიჩმენტის გამოცხადებისთვის მიეღწია.
XS
SM
MD
LG