Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეგვიპტის არმიას დაევალა რეფერენდუმისათვის უსაფრთხოებაზე ზრუნვა


ეგვიპტის პრეზიდენტმა მუჰამად მურსიმ არმიას დაავალა „სამთავრობო ინსტიტუტების დაცვა“ 15 დეკემბრის რეფერენდუმისთვის, რომელიც ახალი კონსტიტუციის პროექტს შეეხება. კვირას მიღებული შესაბამისი დეკრეტი არმიის ოფიცრებს ანიჭებს უფლებამოსილებას, დააკავონ სამოქალაქო პირები და ავალებს მათ, ითანამშრომლონ პოლიციასთან „საზოგადოებრივი წესრიგის დასაცავად“. სამშაბათს ოპოზიცია აპირებს მორიგი მასობრივი დემონსტრაციის ჩატარებას. ოპოზიცია აცხადებს, რომ ახალი კონსტიტუცია, რომელსაც მხარს უჭერენ პრეზიდენტის ისლამისტი მოკავშირეები, არ უზრუნველყოფს ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დაცვას და რომ რეფერენდუმი კიდევ უფრო გააღრმავებს საზოგადოებაში დაპირისპირებას. დაძაბულობის განმუხტვის მიზნით, მურსიმ გააუქმა გასულ თვეში მიღებული დეკრეტი, რომელიც მას თითქმის შეუზღუდავ ძალაუფლებას ანიჭებდა, მაგრამ ძალაში დატოვა რეფერენდუმის ჩატარების გეგმა.
XS
SM
MD
LG