Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანში ექვსი ადამიანი დაიღუპა ექსტრემისტების თავდასხმის შედეგად


პაკისტანში, სულ ცოტა, ექვსი ადამიანი დაიღუპა პოლიციის სადგურზე ექსტრემისტების თავდასხმის შედეგად. თავდასხმა მოეწყო ჩრდილო-დასავლეთში მდებარე ბანუს მახლობლად, ჩრდილოეთ ვაზირისტანის პროვინციასთან, რომელიც ავღანეთს ესაზღვრება და რომელიც ცნობილია ექსტრემისტების აქტიურობით. ოფიციალური პირების ცნობით, დაღუპულებს შორის არის სამი პოლიციელი. იერიშზე პასუხისმგებლობა იკისრა პაკისტანში მოქმედმა თალიბანმა.
XS
SM
MD
LG