Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნელსონ მანდელას მკურნალობენ ფილტვების ინფექციის დიაგონზით


სამხრეთ აფრიკის ყოფილი პრეზიდენტი, ნელსონ მანდელა საავადმყოფოში მოათავსეს ფილტვების ინფექციის დიაგნოზით. 94 წლის მანდელა შაბათიდან იმყოფება საავადმყოფოში ქვეყნის ადმინისტრაციული დედაქალაქის, პრეტორიის მახლობლად. იმის შესახებ, რომ მანდელას ფილტვების ინფექცია დაუდგინდა, ნათქვამია სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტის დღევანდელ განცხადებაში. მანამდე სხვადასხვა ვარაუდს გამოთქვამდნენ ყოფილი პრეზიდენტის საავადმყოფოში მოთავსების მიზეზზე. ნელსონ მანდელამ, სამხრეთ აფრიკაში აპარტეიდის რეჟიმის დროს, 27 წელი დაჰყო ციხეებში. 1993 წელს მას მშვიდობის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა, 1994-99 წლებში იყო სამხრეთ აფრიკის პირველი შავკანიანი პრეზიდენტი.
XS
SM
MD
LG