Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გარდაიცვალა რუსი მომღერალი გალინა ვიშნევსკაია


86 წლის ასაკში გარდაიცვალა ცნობილი რუსი საოპერო მომღერალი გალინა ვიშნევსკაია. ის იყო გამოჩნილი ჩელისტის, მსტისლავ როსტროპოვიჩის ქვრივი. წყვილმა 1974 წელს დატოვა საბჭოთა კავშირი, რის შემდეგაც შეერთებულ შტატებსა და საფრანგეთში ცხოვრობდა. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, რუსეთში დაბრუნებულმა ვიშნევსკაიამ მოსკოვში დააარსა საკუთარი საოპერო თეატრი, „გალინა ვიშნევსკაიას საოპერო ცენტრი“. საშემსრულებლო კარიერის განმავლობაში, ვიშნევსკაია ასრულებდა სოპრანოს პარტიებს ჩაიკოვსკის, რიმსკი-კორსაკოვის, შოსტაკოვიჩის, ვერდის, პუჩინის ოპერებში.
XS
SM
MD
LG