Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინი კანონმდებლებს მოუწოდებს "მაგნიტსკის კანონპროექტზე" რეაგირებისაკენ


რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა „არამეგობრული“ უწოდა შეერთებული შტატების სენატში დამტკიცებულ კანონპროექტს, რომელიც ითვალისწინებს სანქციებს ადამიანის უფლებების დარღვევაში ბრალდებული რუსი ოფიციალური პირების წინააღმდეგ. ამ საკითხს პუტინი შეეხო ხუთშაბათს მოსკოვში კანონმდებლებთან შეხვედრაზე. როგორც პუტინმა განაცხადა აშშ-ში მომზადებულ „მაგნიტსკის კანონპროექტზე“, რომელსაც ასე ეწოდება მოსკოვის ციხეში ადვოკატ სერგეი მაგნიტსკის გარდაცვალების გამო, საქმე ეხება, სავარაუდოდ, „შიდაპოლიტიკურ თამაშს“ აშშ-ში. „ციხეში გარდაიცვალა ცნობილი ადამიანი - ის უკვე ცნობილი გახდა: ბატონი მაგნიტსკი. კი ტრაგედიაა! ჩვენ ამის გამო ძალიან ვწუხვართ. მაგრამ რა - მათთან ციხეებში არავინ კვდება? შეიძლება მეტიც, ვიდრე ჩვენთან“, - განაცხადა პუტინმა და მხარდაჭერა გამოუცხადა კანონპროექტს, რომელსაც რუსეთის სახელმწიფო სათათბირო განიხილავს. კანონპროექტი ითვალისწინებს საპასუხო სანქციებს რუსების უფლებების დარღვევაში ბრალდებული ამერიკელი მოქალაქეების წინააღმდეგ.
XS
SM
MD
LG