Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოლიტკოვსკაიას მკვლელობასთან დაკავშირებით ყოფილ პოლიციელს 11 წლით მიესაჯა პატიმრობა


რუსეთის მოსამართლეებმა ყოფილ პოლიციელს თერთმეტი წლით მიუსაჯეს თავისუფლების აღკვეთა იმ როლის გამო, რომელიც მან შეასრულა გამომძიებელი ჟურნალისტის, ანა პოლიტკოვსკაიას მკვლელობაში, 2006 წელს. მოსკოვში განთავსებულმა სასამართლომ დმიტრი პავლიუჩენკოვი დამნაშავედ სცნო პოლიტკოვსკაიას გადაადგილების მარშრუტის შესწავლაში და მკვლელის იარაღით მომარაგებაში. „ნოვაია გაზეტას“ კორესპონდენტი, ანა პოლიტკოვსკაია, ვლადიმირ პუტინის ხელისუფლების კორუფციის და პოლიტიკის მწვავე კრიტიკოსი იყო. ის თავისი სახლის კიბეებზე, 2006 წლის 7 ოქტომბერს მოკლეს, რასაც საერთაშორისო პროტესტი და აღშფოთება მოჰყვა. პავლიუჩენკოვმა პარასკევს პოლიტკოვსკაიას ორ ზრდასრულ შვილს ბოდიში მოუხადა და სასამართლოს მიმართა თხოვნით, ძალიან მკაცრად არ დამსაჯოთო: „მინდა მივმართო ანა სტეპანოვნას ოჯახს. უბრალოდ მინდა მათ ადამიანური პატიება ვთხოვო" - განაცხადა მან. პავლიუჩენკოვს ასევე დაეკისრა პოლიტკოვსკაიას ოჯახისთვის სამი მილიონი რუბლის - დაახლოებით 97,800 დოლარის - გადახდა. პავლიუჩენკოვის სასამართლო მკვლელობაში დადანაშაულებული კიდევ ხუთი კაცის პროცესებისგან დამოუკიდებლად გაიმართა.
XS
SM
MD
LG