Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საფრანგეთში ავღანეთის საკითხზე შეხვედრა გაიმართება


ავღანეთის ხელისუფლების, თალიბანის და სხვა ძალების წარმომადგენლები იწყებენ დღეს შეკრებას პარიზის ახლოს მდებარე გასაიდუმლოებულ ადგილას. ხუთშაბათს და პარასკევს ერთ-ერთი ფრანგული კვლევითი დაწვესებულების ორგანიზებით იქ შეხვედრები გაიმართება ავღანეთის საკითხზე. არ მოელიან, რომ სამშვიდობო მოლაპარაკებების კუთხით რაიმე გარღვევა მოხდება, თუმცა, ავღანელმა პოლიტოლოგმა ვაჰიდ მუჟდამ რადიო თავისუფლების ავღანურ სამსახურს უთხრა, რომ საფრანგეთის შეხვედრამ, შესაძლოა ”გზა გაუკვალოს ოფიციალურ სამშვიდობო მოლაპარაკებებს”. შეხვედრას დაესწრებიან თალიბანის და ჰიზბ-ე ისლამის წარმომადგენლები, აგრეთვე ერთ დროს მათ წინააღმდეგ მებრძოლი ყოფილი ”ჩრდილოეთ ალიანსისა”და სხვა დაჯგუფებების წევრები.
XS
SM
MD
LG