Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოწმის სტატუსით გამოიძახეს ნიკა გვარამია, ალექსანდრე ხეთაგური, კახა დამენია და დევი კანდელაკი


ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში მოწმის სტატუსით დასაკითხად იმყოფებიან ტელეკომპანია რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი, განათლების ყოფილი მინისტრი ნიკა გვარამია, ფინანსთა და ენერგეტიკის ყოფილი მინისტრი ალექსანდრე ხეთაგური, ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე კახა დამენია და კომპანია "თელასის" გენერალური დირექტორი დევი კანდელაკი. მათი დაკითხვის მიზეზად საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში დასახელებულია ”არასამეწარმეო მიზნით, 2012 წლის ივლისში შექმნილი ცრუ საწარმოსათვის ენერგოკომპანიების მიერ თითქოსდა საკონსულტაციო მომსახურებისათვის 1000000 აშშ დოლარის გადარიცხვის ფაქტზე მიმდინარე გამოძიება.”
XS
SM
MD
LG