Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისში დააკავეს რამდენიმე პირი, მათ შორის ორი ყოფილი მინისტრი


საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა დღეს მოწმის სტატუსით დაკითხვის შემდეგ დააკავა რამდენიმე პირი, მათ შორის ყოფილი მინისტრები ნიკა გვარამია და ალექსანდრე ხეთაგური. მათი დაკავება უკავშირდება 2012 წლის ივლისში შექმნილი ცრუ საწარმოსთვის ენერგოკომპანიების მიერ თითქოსდა საკონსულტაციო მომსახურებისათვის მილიონი ამერიკული დოლარის გადარიცხვის ფაქტზე მიმდინარე გამოძიებას. განათლების ყოფილი მინისტრის, ნიკა გვარამიასა და ფინანსთა და ენერგეტიკის ყოფილი მინისტრის, ალექსანდრე ხეთაგურის გარდა დაკავებული არიან ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე კახა დამენია, კომპანია "თელასის" გენერალური დირექტორი დევი კანდელაკი და კიდევ ორი პირი - გიორგი ნესმიწვერიძე და იზაბელა გუტიძე.
XS
SM
MD
LG