ენერგეტიკისა და ფინანსთა ყოფილი მინისტრი ალექსანდრე ხეთაგური მის წინააღმდეგ წაყენებულ ბრალდებას უარყოფს და აცხადებს, რომ გარიგებაში მონაწილეობა თავად არ მიუღია - ამის შესახებ სააგენტო "ინტერპრესნიუსს" ალექსანდრე ხეთაგურის ადვოკატმა, დავით ხაჟალიამ განუცხადა. ”ეს იყო ორ მხარეს შორის გარიგება, რომელშიც პირადად მას მონაწილეობა არ მიუღია და შესაბამისად, არც ის ციფრები იცოდა, რაზეც საგამოძიებო სამსახური საუბრობს", - განაცხადა ხაჟალიამ. ხეთაგური ამ დროისთვის მოდულის შენობაში იმყოფება, სადაც ბრალის ოფიციალურად წარდგენამდე დარჩება.
ყველაზე პოპულარული
1