Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ალექსეი ნავალნის წაუყენეს თაღლითობისა და ფულის გათეთრების ბრალდებები


რუსეთში თაღლითობისა და ფულის გათეთრების ბრალდებები წაუყენეს ოპოზიციის ერთ-ერთ ლიდერს, ალექსეი ნავალნის. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის განცხადებით, ნავალნიმ თაღლითური სქემით 55 მილიონი რუბლის, (1,79 მლნ დოლარის) ზარალი მიაყენა ერთ-ერთ სატრანსპორტო კომპანიას. დამნაშავედ ცნობის შემთხვევაში, ნავალნის ორ წლამდე პატიმრობა ემუქრება. მასთან ერთად ამავე საქმესთან დაკავშირებით ბრალდებულია მისი ძმა, ოლეგი. საგამოძიებო კომიტეტის პრეს-მდივანმა, ვლადიმირ მარკინმა განაცხადა, რომ ძმებ ნავალნებს არა აქვთ მოსკოვის დატოვების უფლება. ორივე უარყოფს ბრალდებებს.
XS
SM
MD
LG