Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დავით უსუფაშვილმა უკიდურესად სახიფათო უწოდა პრეზიდენტის გუშინდელ განცხადებას


საქართველოს თავდაცვის სამინისტრო და შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბი შეშფოთებულნი არიან პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მოწოდებით შსს-ს თანამშრომლებისადმი, არ დაემორჩილონ „უკანონო ბრძანებებს.” თავდაცვის სამინისტრო დაუშვებლად მიიჩნევს პოლიტიკოსების მხრიდან მსგავს მოწოდებებს და აცხადებს, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალები არის და იქნება ქვეყნის და არა რომელიმე პარტიის სამსახურში. პრეზიდენტის გუშინდელ განცხადებას უპასუხისმგებლო და უკიდურესად სახიფათო უწოდა დღეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ. დავით უსუფაშვილმა მიხეილ სააკაშვილს მიმართა, მსგავსი მოწოდებებისა და ქმედებებისგან თავი შეიკავოს. დღესვე პარლამენტის თავმჯდომარემ უმცირესობას მოუწოდა, საპარლამენტო საქმიანობას დაუბრუნდეს.
XS
SM
MD
LG