Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტუნისის ყოფილი დიქტატორის ფუფუნების საგნები გასაყიდად გაიტანეს


ტუნისის მთავრობამ წამოიწყო აუქციონი, სადაც გასაყიდად გაიტანეს საგნები, რომლებიც თავის დროზე ეკუთვნოდა დამხობილ დიქტატორს, ზინე ალ-აბიდინ ბენ ალის და მისი ოჯახის წევრებს. 12,000-მდე ნივთის გამოფენა-გაყიდვა, რომელიც დედაქალაქის შემოგარენში მიმდინარეობს და ერთი თვის განმავლობაში გაგრძელდება, პრემიერ-მინისტრმა, ჰამადი ჯებალიმ გახსნა. გაიყიდება 40-მდე ფეშენებელური მანქანა, ხელოვნების ნიმუშები და ათასობით საკმაული თუ ტანსაცმელი. ვარაუდობენ, რომ სახელმწიფო ამ აუქციონიდან დაახლოებით 10 მილიონი ევროს მოგებას ნახავს. ბენ ალიმ ტუნისი 2011 წლის იანვარში დატოვა და ამჟმად საუდის არაბეთში ცხოვრობს.
XS
SM
MD
LG