Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანში თვითმკვლელის იერიშს სულ მცირე შვიდი ადამიანი ემსხვერპლა


სულ მცირე შვიდი ადამიანი, მათ შორის პროვინციის მმართველი ემსხვერპლა პაკისტანის ჩრდილოდასავლეთში მდებარე რეგიონში, პოლიტიკური შეკრებისას თვითმკვლელის მიერ მოწყობილ აფეთქებას. პოლიციის ცნობით, თვითმკვლელმა თავი აიფეთქა პროვინციის მმართველი პარტიის შეხვედრაზე. დაღუპულებს შორის არის პროვინციის მთავრობის ერთ-ერთი ხელმძღვანელი, ბაშირ ბილური. დაჭრილია რამდენიმე ადამიანი. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა აიღო პაკისტანის თალიბანმა. თავდასხმა დაგმეს პაკისტანის პრეზიდენტმა, ასიფ ალი ზარდარიმ და პრემიერ-მინისტრმა რაია პერვეზ აშრაფმა.
XS
SM
MD
LG