საქართველოში 5,7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. სეისმური მონიტორინგის ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი შავ ზღვაში, საქართველოს სანაპირო ზოლიდან 46 კილომეტრში მდებარეობდა. მიწისძვრის შედეგად ქობულეთში ერთ-ერთ სახლს კედელი ჩამოენგრა. მიწისქვეშა ბიძგები საღამო ხანს 10 კმ-ის სიღრმეზე დაფიქსირდა. რყევები განსაკუთრებით იგრძნობოდა დასავლეთ საქართველოში, აგრეთვე - აღსანიშნავია, რომ მიწისძვრის შემდეგ დასავლეთ საქართველოში შეფერხებულია სატელეფონო კავშირი.
ყველაზე პოპულარული
1